← არქივში დაბრუნება
ილია II
ხსოვნის სიტყვა

ჩვენო ტკბილო პატრიარქო, მადლობა სიყვარულისთვის, მადლობა თავგანწირვისთვის, მადლობა თქვენი მოღვაწეობისთვის. მადლობა, რომ ისევ გაგვაერთიანეთ თქვენი სიყვარულის გარშემო. თქვენი ღმერთთან მყოფობით, მისი წიაღიდან, აწ უკვე ზეციური საქართველოდან გაგვაძლიერე და სიყვარულით, სინანულით და სიმდაბლით აღავსე ჩვენი გულები უწმიდესო. თქვენი გარდაცვალებით უდიდეს ტკივილთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობა დაგვიტოვეთ. მჯერა ეს ერთობა და სიყვარული დაგვიბრუნებს აფხაზეთსაც! გვიყვარხარ პატრიარქო! მადლობა! ბოდიში!

მარიკა ჩაჩიბაია

აფხაზეთი, საქართველო

2026-03-24